საინფორმაციო შეხვედრა თმისა და სილამაზის მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით
22 ნოემბერს სსიპ კოლეჯ „აისის“ პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი თამარ გეთიაშვილი შეხვდა თმისა და სილამაზის მომსახურების N 481 ჯგუფის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს და ესაუბრა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სამუშაო შესაძლებლობების, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების, მოსალოდნელი ტენდენციებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ.
ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების ინფორმირებას პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა შესახებ, რაც მათ ეხმარება, სწავლის დაწყების პირველ ეტაპზევე დაიწყონ ფიქრი კარიერული განვითარების გეგმის შესახებ, დაისახონ მიზანი და იპოვონ მიზნის მიღწევის გზები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომის ბაზარზე.
Comments
Post a Comment