ტრენინგი - „დისტანციური მუშაობა და მისი უპირატესობები“
15 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით პროექტის - „სოფლად დისტანციური სამუშაო ბაზრის შეფასება“ ფარგლებში კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს ფილიალის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგ-კურსი, რომელიც შედგებოდა ოთხი დისტანციური შეხვედრისგან:
1. დისტანციური მუშაობა და მისი უპირატესობები;
2. სამუშაო გარემო და მისი შექმნის ინტრუმენტები;
3. დასაქმების პლატფორმები და შესაძლებლობები;
4. საკუთარი თავის პრეზენტაცია და დამაჯერებელი კომუნიკაცია.
15 ნოემბერს დისტანციური მუშაობისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესების მიზნით, კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს ფილიალის სხვადასხვა პროფესიის სტუდენტებისთვის ჩატარდა პირველი ტრენინგი თემაზე - „დისტანციური მუშაობა და მისი უპირატესობები“.
ტრენინგზე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია დისტანციური მუშაობისა და განრიგის შესახებ. განხორციელდა დეტალური განხილვა დისტანციური მუშაობის უპირატესობებისა და შესაძლებლობების შესახებ. სტუდენტები გაეცნენ ყველაზე მოთხოვნად დისტანციურ პროფესიებს საქართველოში.
პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ.
პროექტის მიზანი იყო დისტანციური შრომის ბაზრის მოთხოვნის შეფასება სოფლად და სოფელში მცხოვრები მოსახლეობის დისტანციური დასაქმების ხელშეწყობა.
Comments
Post a Comment