ტრენინგი - „საკუთარი თავის პრეზენტაცია და დამაჯერებელი კომუნიკაცია“

ტრენინგი - „საკუთარი თავის პრეზენტაცია და დამაჯერებელი კომუნიკაცია“

15 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით პროექტის - „სოფლად დისტანციური სამუშაო ბაზრის შეფასება“ ფარგლებში კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს ფილიალის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგ-კურსი, რომელიც შედგებოდა ოთხი დისტანციური შეხვედრისგან:

1. დისტანციური მუშაობა და მისი უპირატესობები; 

2. სამუშაო გარემო და მისი შექმნის ინტრუმენტები; 

3. დასაქმების პლატფორმები და შესაძლებლობები; 

4. საკუთარი თავის პრეზენტაცია და დამაჯერებელი კომუნიკაცია. 

24 ნოემბერს დისტანციური მუშაობისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესების მიზნით, კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს ფილიალის სხვადასხვა პროფესიის სტუდენტებისთვის ჩატარდა მეოთხე ტრენინგი თემაზე - „საკუთარი თავის პრეზენტაცია და დამაჯერებელი კომუნიკაცია“.

 

ტრენინგზე სტუდენტებს მიეწოდათ  ინფორმაცია თვითპრეზენტაციის უნარების გაუმჯობესების შესახებ. როგორ უნდა იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე და განახორციელონ დამაჯერებელი კომუნიკაცია დამსაქმებელთან. გაეცნენ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მასობრივი ღია ონლაინ უფასო კურსების მიმწოდებელს, რომელიც  მსურველებს სთავაზობს 100 უფასო კურს სხვადასხვა მიმართულებით.


პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG)  მიერ.

პროექტის მიზანი იყო დისტანციური შრომის ბაზრის მოთხოვნის შეფასება სოფლად და სოფელში მცხოვრები მოსახლეობის დისტანციური დასაქმების ხელშეწყობა.

Comments