საინფორმაციო შეხვედრა ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით

19 ნოემბერ კოლეჯ „აისის“ პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი თამარ გეთიაშვილი ინფორმაციის ტექნოლოგიის N484 ჯგუფის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. შეხვედრას ესწრებოდა შეხვდა ინფორმაციული წიგნიერების მოდულის  პროფესიული მასწავლებელი ქეთევან ჯაფოშვილი.

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა ისაუბრა ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სამუშაო შესაძლებლობების, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და მოსალოდნელი ტენდენციების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. სტუდენტებს მოუთხრო კოლეჯ „აისის“ კარიერული განვითარების ცენტრის შესახებ, სადაც ხდება სტუდენტების დახმარება სამუშაოს ძიების ტექნიკის შესწავლასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში, რათა კურსდამთავრებულებს ქონდეთ დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრა წარმატებული კურსდამთავრებულებისა და დასაქმების სტატისტიკის შესახებ.

ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების ინფორმირებას პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ, რაც მათ ეხმარება, სწავლის დაწყების პირველ ეტაპზევე დაიწყონ ფიქრი კარიერული განვითარების გეგმის შესახებ, დაისახონ მიზანი და იპოვონ მიზნის მიღწევის გზები.

შეხვედრის მონაწილეები დარწმუნდნენ, რომ პროფესიული განათლების მიღებასთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მიღებას, მნიშვნელოვანია კარიერული განვითარების დაგეგმვაც, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომის ბაზარზე.  





Comments