ტრენინგი - „სამუშაო გარემო და მისი შექმნის ინსტრუმენტები“

ტრენინგი - „სამუშაო გარემო და მისი შექმნის ინსტრუმენტები“

15 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით პროექტის - „სოფლად დისტანციური სამუშაო ბაზრის შეფასება“ ფარგლებში კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს ფილიალის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგ-კურსი, რომელიც შედგებოდა ოთხი დისტანციური შეხვედრისგან:

1. დისტანციური მუშაობა და მისი უპირატესობები; 

2. სამუშაო გარემო და მისი შექმნის ინტრუმენტები; 

3. დასაქმების პლატფორმები და შესაძლებლობები; 

4. საკუთარი თავის პრეზენტაცია და დამაჯერებელი კომუნიკაცია. 

17 ნოემბერს დისტანციური მუშაობისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესების მიზნით, კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს ფილიალის სხვადასხვა პროფესიის სტუდენტებისთვის ჩატარდა მეორე ტრენინგი თემაზე - „სამუშაო გარემო და მისი შექმნის ინსტრუმენტები“. 

ტრენინგზე სტუდენტებს მიეწოდათ  ინფორმაცია დისტანციური მუშაობის დროს სამუშაო გარემოს მოწყობის შესახებ.  დეტალურად გაეცნენ სამუშაო გარემოს შექმნის ინსტრუმენტებს. იმუშავეს CV-სა და სამოტივაციო წერილის შექმნაზე.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG)  მიერ.

პროექტის მიზანი იყო დისტანციური შრომის ბაზრის მოთხოვნის შეფასება სოფლად და სოფელში მცხოვრები მოსახლეობის დისტანციური დასაქმების ხელშეწყობა.


Comments