ტრენინგი - დამსაქმებელთან ინტერვიუს ტექნიკები, როგორ მოვამზადოთ CV და სამოტივაციო წერილი, ციფრული სამყარო, მეილ-სერვისები

დამსაქმებელთან ინტერვიუს ტექნიკები, 

როგორ მოვამზადოთ CV და სამოტივაციო წერილი, ციფრული სამყარო, მეილ-სერვისები

30 ნოემბერს სსიპ კოლეჯ „აისში“ თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (TEDEC) -ის ინიციატივით, კოლეჯ „აისის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სხვადასხვა ჯგუფების სტუდენტებთან, „ისწავლე, ივარჯიშე, მიაღწიე, დაამყარე კავშირები დასაქმებისთვის!“ - პროექტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი (EU), ჩატარდა კარიერული ორიენტაციის ტრენინგი, რომელიც მოიცავდა თემებს: 

CV-ის შედგენა

სამოტივაციო წერილის შედგენა

დამსაქმებელთან ინტერვიუს ტექნიკები

მეილ-სერვისები

ტრენინგს უძღვებოდა ახალგაზრდული სააგენტოს ახალგაზრდული მუშაკი თამაზ ხარხელაური. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და ზოგადად სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებაზე ზრუნვას. 




Comments