საინფორმაციო შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებთან კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით
18 ნოემბერს სსიპ კოლეჯი „აისის“ პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი თამარ გეთიაშვილი შეხვდა მევენახეობა-მეღვინეობის N493 ჯგუფის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. შეხვედრას ესწრებოდა ამავე პროგრამის მასწავლებელი თამარ ჯაფოშვილი.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა ისაუბრა მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სამუშაო შესაძლებლობების, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და მოსალოდნელი ტენდენციების, პარტნიორი ორგანიზაციების, გაცვლითი პროგრამებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ.
ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების ინფორმირებას პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ, რაც მათ ეხმარება, სწავლის დაწყების პირველ ეტაპზევე დაიწყონ ფიქრი კარიერული განვითარების გეგმის შესახებ, დაისახონ მიზანი და იპოვონ მიზნის მიღწევის გზები.
შეხვედრის მონაწილეები დარწმუნდნენ, რომ პროფესიული განათლების მიღებასთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მიღებას, მნიშვნელოვანია კარიერული განვითარების დაგეგმვაც, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომის ბაზარზე.
Comments
Post a Comment