გურამ გოგოლაძე - ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული

გურამ გოგოლაძე - ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული 

გურამი მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, თუმცა ავარიის შედეგად ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. მისთვის ძალიან რთული და მტკივნეული აღმოჩნდა საკუთარ მდგომარეობასთან შეგუება. გაუჭირდა უმუშევრად ყოფნა და გადაწყვიტა ისეთ პროფესიას დაუფლებოდა, მისი ინვალიდობა ხელისშემშლელი რომ არ ყოფილიყო. ასე აღმოჩნდა კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 


2021 წლის გაზაფხულზე USDA-ის პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია „მაკ ჯორჯია და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ორგანიზებით, გაიარა ტრენინგები და მეგობრებთან ერთად დააფუძნა „ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, რომელიც სსსმ და შშმ პირების დახმარებაზე არის ორიენტირებული. გურამი ფიქრობს, რომ თავისივე ორგანიზაციაში ძალიან გამოადგება კოლეჯში მიღებული ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით. 




Comments