მარინე ხეცოიძე - მხატვრული ქსოვილების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული და კერემიკული ნაწარმის სპეციალობის სტუდენტი

მარინე ხეცოიძე - მხატვრული ქსოვილების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული და  კერემიკული ნაწარმის სპეციალობის სტუდენტი

მარინე 38 წლისაა, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ჰყავს 4 შვილი. ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა სრული ზოგადი განათლების მიღება და 9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლიდან გამოვიდა. მალევე შექმნა ოჯახი და როცა ბავშვები წამოიზარდნენ, გადაწყვიტა პროფესიის შესწავლა შემდგომი დასაქმების მიზნით. 

მარინეს ქარგვა ეხერხებოდა, ამიტომ კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალში მხატვრული ქსოვილების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა. ისწავლა თექაზე მუშაობაც. ქსოვს ხალიჩებს და ფარდაგებს. საკუთარ ნამუშევრებს თუშეთში დღესასწაულის პერიოდში ყიდის. 


ხელოვნებამ იმდენად გაიტაცა, რომ ამჟამად კერამიკული ნაწარმის დამზადების სპეციალობას ეუფლება. ფიქრობს, რომ კერამიკის და თექის შერწყმით გაცილებით უკეთეს ნამუშევრებს შექმნის.








Comments