საინფორმაციო შეხვედრა ელექტროობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით

17 ნოემბერს სსიპ კოლეჯი „აისის“ პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი თამარ გეთიაშვილი შეხვდა  ელექტროობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის N487 ჯგუფის სტუდენტებს. შეხვედრას ესწრებოდა ამავე პროგრამის მასწავლებელი თინა ოთიაშვილი.

თამარ გეთიაშვილმა ისაუბრა ელექტროობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სამუშაო შესაძლებლობების, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და მოსალოდნელი ტენდენციების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. სტუდენტებს მოუთხრო კოლეჯ „აისის“ კარიერული განვითარების სამსახურის შესახებ, სადაც ხდება სტუდენტების დახმარება სამუშაოს ძიების ტექნიკის შესწავლასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში, რათა კურსდამთავრებულებს ქონდეთ დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები. 

ელექტროობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელმა თინა ოთიაშვილმა ისაუბრა წარმატებული კურსდამთავრებულებისა და დასაქმების სტატისტიკის შესახებ.

ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების ინფორმირებას პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ, რაც მათ ეხმარება, სწავლის დაწყების პირველივე ეტაპზე დაიწყონ ფიქრი კარიერული განვითარების გეგმის შესახებ, დაისახონ მიზანი და იპოვონ მიზნის მიღწევის გზები.

შეხვედრის მონაწილეები დარწმუნდნენ, რომ პროფესიული განათლების მიღებასთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მიღებას, მნიშვნელოვანია, კარიერული განვითარების დაგეგმვაც, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომის ბაზარზე.  




Comments