საინფორმაციო შეხვედრა - „სახალხო დამცველის მანდატი და დისკრიმინაცია, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები (ტრეფიკინგი) და მათი პრევენცია“
საინფორმაციო შეხვედრა - „სახალხო დამცველის მანდატი და დისკრიმინაცია,
არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები (ტრეფიკინგი) და მათი პრევენცია“
16 ნოემბერს სსიპ კოლეჯ „აისის“ და მისი ფილიალების სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა რომლის თემა იყო: სახალხო დამცველის მანდატი და დისკრიმინაცია, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები (ტრეფიკინგი) და მათი პრევენცია.
შეხვერდაზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია თანასწორობის მნიშვნელობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია საზღვარგარეთ ლეგალური სამუშაო მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ტრეფიკინგის საფრთხეზე, რომელიც შესაძლებელია დადგეს არალეგალური მიგრაციის შემთხვევაში. სტუდენტებს გადაეცათ ინფორმაცია, ვის შეიძლება მიმართონ, თუკი ამგვარ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
შეხვედრას უძღვებოდა ნათია ფიცხელაური, რომელმაც ისაუბრა ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის არსებული სერვისების მისაწვდომობასა და მხარდამჭერი აქტივობების განხორციელების აუცილებლობაზე. სახალხო დამცველის როლზე დისკრიმინაციასთან ბრძოლაში, საზღვარგარეთ არალეგალური სამუშაო მიგრაციის დროს ტრეფიკინგის საფრთხეებზე, და იმაზე, ვის შეიძლება მიმართონ, ასეთ შემთხვევაში.
Comments
Post a Comment