ლექსო ნასუაშვილი


სსიპ კოლეჯ „აისის“ მეფუტკრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის 
 კურსდამთავრებული
  •  მეფუტკრეობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ოჯახისთვის 2 ძირი სკა შევიძინე და საქმიანობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ ასეთი პატარა მწერები ძალიან ბევრს შრომობენ და საკმაოდ გონივრულად აზროვნებენ. რაც უფრო მეტ საინტერესო ფაქტს იგებ ფუტკრისა და მისი პროდუქტის შესახებ, მით უფრო მეტის გაგების სურვილი გიჩნდება. ამიტომ გადავწყვიტე მეფუტკრეობის საფუძვლიანად შესწავლა, რისი შესაძლებლობაც მომეცა კოლეჯ „აისში“.
  •     ცოდნის გაღრმავების შემდეგ ჩემი მეურნეობა გავაფართოვე. ამჟამად მაქვს  740 ძირი სკა, რომელსაც ყოველ ზაფხულს სამთაბაროდ ვამოგზაურებ ისეთ ადგილებში, სადაც არის მეტი თაფლოვანი ყვავილები. ვარ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) „თაფლი სახლში" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ამ ეტაპზე ვაწარმოებ სამი სახეობის თაფლს და ფუტკრის სხვა პროდუქტრებს: ფუტკრის რძეს, ყვავილების მტვერს, ჭეოს და დინდგელს. პროდუქცია შემაქვს სხვადასხვა ისეთ სუპერმარკეტებში, როგორიცაა: კარფური, ორი ნაბიჯი, მაგნიტი, ზღაპარი, უნივერსამი, ლიდერფუდი, მადაგონი და იმედი.
  •   ვინაიდან, საქართველოში თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, გვაქვს სახლში მიტანის უფასო სერვისი და მომხმარებელს ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს „თაფლი სახლში" წარმოებულ პროდუქტს. ფუტკრებზე დაკვირვებამ და მათთან ერთად გატარებულმა დრომ ბევრი საინტერესო რამ მასწავლა და მნიშვნელოვან პრობლემებზე დამაფიქრა. 
  • ადამიანები რომ ფუტკრებივით შეთანხმებულად შრომობდნენ, წარმატება ყველა სფეროში გარანტირებული გვექნებოდა!


Comments