სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FABLAB)

სსიპ კოლეჯ „აისში“ ფუნქციონირებს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. „ფაბლაბი“ (FABLAB)

„ფაბლაბი“ თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა დანადგარებით), კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით. მასზე წვდომა აქვთ კოლეჯ „აისის“ სტუდენტებს და კოლეჯის თანამშრომლებს. „ფაბლაბის“ ბაზაზე შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება, რომლებიც გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო მიზნებისთვის. „ფაბლაბის“ მიზანია, იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს.







კოლეჯ „აისის“ ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს საშუალება აქვს პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ცოდნის მიღებასთან ერთად გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. „ფაბლაბში“ სტუდენტები იმუშავებენ პროექტებზე. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ და განავითარონ პროექტები ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობებისთვის. აქ იქნება უნიკალური სივრცე ნებისმიერი სტუდენტისთვის, რომელსაც საინტერესო იდეის განხორციელების სურვილი ექნება.

Comments