მარი გოდერიძე

სსიპ კოლეჯი „აისის“ მევენახეობა-მეღვინეობის  სპეციალობის კურსდამთავრებული

  • სკოლის დამთავრების შემდეგ გამიჩნდა სურვილი, შემესწავლა მევენახეობა-მეღვინეობის პროფესია და ჩავაბარე კოლეჯ „აისში“, სადაც დაახლოებით წელიწადნახევარი ვისწავლე.  
  • ამ პერიოდის განმავლობაში მე ვცხოვრობდი კოლეჯ „აისის“ სტუდენტთა უფასო პანსიონში და ლექციების დასრულების შემდეგ მქონდა ბევრი თავისუფალი დრო. როდესაც კოლეჯში გაეროს განვითარების პროექტის - „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ - ფარგლებში გამოცხადდა რეგისტრაცია ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების მოკლევადიან კურსებზე, გადავწყვიტე,  აქაც მეცადა ბედი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემს პროფესიასთან საკმაოდ ახლოს იყო და შესაძლოა მომავალში ეს ცოდნაც გამომდგომოდა.
  • მართლაც, მეორე ცვლაში დავიწყე სწავლა ამ პროგრამაზე, გავეცანი ძალიან მნიშვნელოვან დანადგარებს და მათი მუშაობის პრინციპებს. პარალელურად მევენახეობა-მეღვინეობის გრძელვადიან პროგრამაზე  ერთ-ერთ მოდულში  შევისწავლე ღვინის ლაბორატორიული ანალიზების კეთება, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი მომავალი პროფესია.  
  • კოლეჯში  მიღებული ცოდნით არ გამჭირვებია დასაქმება. დღეს მე ვმუშაობ შპს „ალაზნის“ ლაბორატორიაში.  ეს არის სამსახური რომელიც ძალიან მიყვარს და რომელმაც  დიდი როლი შეასრულა ჩემს დახელოვნებაში. თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება. ვინაიდან ჩემი პროფესია არის საკმაოდ პერსპექტიული, ვცდილობ უფრო სიღრმისეულად ჩავწვდე, მუდმივად ვიყო სიახლეების საქმის კურსში და შეძლებისდაგვარად, ტრენინგების საშუალებით გავიმდიდრო ცოდნა და გამოცდილება.
  • ვფიქრობ, სწორად შერჩეული პროფესია ადამიანებს უადვილებს საქმის კეთებას, რადგან ის იქცევა არა მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობად, არამედ საყვარელ საქმიანობად. იქიდან გამომდინარე,  რომ ყოველთვის მიზიდავდა ლაბორატორიაში მუშაობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ასე რომ, თუ მოინდომებთ, არ არსებობს აუხდენელი ოცნებები.



Comments