დედოფლისწყაროს ფილიალი

2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალის სასწავლო კორპუსს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რომელიც გათვლილია 200 სტუდენტზე. ამჟამად იგი არის თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.


დედოფლისწყაროს ფილიალი ამზადებს კადრს ისეთ პროფესიებში, რომელიც  რეგიონისთვის აქტუალური და მისაღებია. 
ინჟინერიის მიმართულება:
  • ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
  • ქვის სამუშაოების წარმოება - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
ხელოვნების მიმართულება:
  • თმისა და სილამაზის მომსახურება  - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
  • თექის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
ჯანდაცვის მიმართულება:
  • საექთნო საქმე  - V დონე (ხანგრძლივობა 32,5 თვე) დუალური 
ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულება:
  • ბუღალტრული აღრიცხვა - V დონე (ხანგრძლივობა 18 თვე)

კოლეჯში ასწავლიან პროფესიონალი მასწავლებლები, რომელთაც გავლილი აქვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგების _ „საბაზო პედაგოგიური კურსი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის“ ხუთივე მოდული.

კოლეჯის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციებში.

Comments