სოსო უძილაური


სსიპ კოლეჯ    „აისის“ ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის სპეციალობის  კურსდამთავრებული

  •       მე ძიუდოისტი ვიყავი. ვჭიდაობდი, მაგრამ მერე რაღაც პრობლემა შემექმნა და მოვხვდი კოლეჯ „აისში“ ოჯახის თხოვნით. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, რა პროფესიას ვეუფლებოდი, მაგრამ სწავლის პროცესში მივხვდი, რომ ეს პროფესია ჩემი ყოფილა და ძალიან შემიყვარდა, რადგან ცხოველების მოვლა-პატრონობა მანამდეც მაინტერესებდა.
  •      ძალიან კმაყოფილი ვარ კოლეჯში მიღებული ცოდნით. ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ვსწავლობ არა მარტო საქართველოსში, არამედ საზღვარგარეთაც ავიმაღლე კვალიფიკაცია. კერძოდ, ასოციაცია „კავკასიის გენეტიკის“ ესტონეთში გავიარე ათდღიანი ტრენინგი, რომელიც თანამედროვე მერძეული ჯიშის პირუტყვს  ეხებოდა.
  •       ვცხოვრობ ახმეტაში და ვმუშაობ კერძო ფერმებთან. კონკრეტულად, ვემსახურები ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“, კომპანია „მწვანე რანჩოს“ და საცხენოსნო კლუბ „ჯარჯის“. ამასთანავე, კახეთის რეგიონში მიწევს მოსახლეობასთან კერძო გამოძახებაზე სიარული.
  •      ძალიან ჩავუღრმავდი ამ პროფესიას, რადგან კარგი ვეტერინარი ნიშნავს კარგ ექიმს. მაქვს საკუთარი მინი ფერმა და სამომავლოდ ვაპირებ ცხოველების მოშენება-გამრავლებას. იპოვეთ თქვენი თავი პროფესიაში და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ!



Comments