სსიპ
კოლეჯ „აისის“ სატყეო საქმის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის
კურსდამთავრებული
კურსდამთავრებული
- სატყეო საქმის სპეციალობის მიმართ ინტერესი საკმაოდ გვიან გამიჩნდა, როცა გავაცნობიერე, რომ რაღაც ისეთი უნდა მეკეთებინა, რაც გარემოს, ბუნებას და შესაბამისად ხალხს დაეხმარებოდა. საქართველოს უნიკალური ტყის საფარის შესანარჩუნებლად უნდა მეშრომა, მებრძოლა და ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ჰობი. ასე მივედი სატყეო საქმის სპეციალობამდე.
- მოტივაცია ძალიან იზრდება, როცა ხვდები, რომ სატყეო საქმის პროფესიაში ქალები ძალიან ცოტანი არიან. არსებული გენდერული სტერეოტიპების გამო წინააღმდეგობაც შემხვედრია, მაგრამ ეს უფრო გაძლიერებს, მეტ სტიმულს გაძლევს და მეტს გაკეთებინებს პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის.
- ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული განათლებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარები შევიძინე და უფრო მეტი ცოდნის მიღების სურვილი გამიჩნდა. ვგეგმავ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, რათა შემდეგ ეს ცოდნა ჩემს ქვეყანას მოვახმარო.
- აკეთეთ საქმე სიყვარულით და ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ!
Comments
Post a Comment