გიორგი ამირიძე

სსიპ კოლეჯ „აისის“ ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული

  •    ფერმერების ოჯახში დავიბადე. ჩემს ოჯახს ყავდა ასი ერთეული მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი და სხვა. ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან ცუდი მომენტები, როდესაც მიკვდებოდა რომელიმე ცხოველი ძალიან უბრალო მიზეზით და სამწუხაროდ ვერ ვახერხებდი მათ გადარჩენას. არ შემეძლო იმის ცქერა, თუ როგორ მეხოცებოდა ცხოველები. მოგეხსენებათ, რაოდენ რთულია ვეტერინარი ექიმის პროფესია და ქვეყანაში  პროფესიონალი  კადრიებიც არ არსებობდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი და ცხოველების მიმართ ჩემი დიდი სიყვარული, გავმხდარიყავი ვეტერინარი ექიმი, რაც არ უნდა მომხდარიყო და ასეც მოვიქეცი. მივმართე კოლეჯ „აისს“, რომლის საშუალებითაც ავისრულე ბავშვობის ოცნება. 
  •     ამჟამად  ვმუშაობ  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. არხილოსკალოში  შპს ფიროსმანის მეცხოველეობის ფერმაში მთავარ ვეტერინარად, სადაც ორასზე მეტი ჰოლშტეინის ჯიშის ძროხაზე ზედამხედველობა მაბარია. პარალელურად ყურადღებას ვაქცევ ოჯახის ფერმერულ მეურნეობას. ასევე, ვემსახურები ექვს სოფელს   აუცილებლობის შემთხვევაში.
  •   ჩემი დღევანდელი წარმატება, საქმისადმი სიყვარულმა განაპირობა. ენით აუწერელი გრძნობაა, როდესაც ავადმყოფ ცხოველს ტანჯვისგან იხსნი და როდესაც მეპატრონეების გახარებულ სახეებს უყურებ. ეს საქმე ჩემი ცხოვრების აზრად მაქვს ქცეული და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ. 
  • მთავარია, გიყვარდეს საქმე, რომელსც ემსახურები და გქონდეს ცოდნის მუდმივი განახლების სურვილი და წარმატება თავისთავად მოვა შენთან!




Comments