კარიერული ორიენტაციის ტრენინგი კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის

კარიერული ორიენტაციის ტრენინგი კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის

6 აპრილს სსიპ კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (CEDET) ჩართულობით, „ისწავლე, ივარჯიშე, მიაღწიე, დაამყარე კავშირები დასაქმებისთვის!“ - პროექტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი (EU), კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სხვადასხვა ჯგუფების სტუდენტებს ჩაუტარდთ კარიერული ორიენტაციის ტრენინგი, რომელიც მოიცავდა თემებს: 

✅ CV-ის შედგენა

✅ სამოტივაციო წერილის მომზადება

✅ დამსაქმებელთან ინტერვიუს ტექნიკები



ტრენინგს უძღვებოდა თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და ზოგადად სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებაზე ზრუნვას. სტუდენტებმა შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაეცათ სერთიფიკატები.












Comments