საინფორმაციო შეხვედრა სოფელ კალაურში მცხოვრებ ქალბატონებთან

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ კალაურში მცხოვრებ ქალბატონებთან

14 აპრილს სოფლად მცხოვრებ გოგონათა და ქალთა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის შეწყობის მიზნით, კოლეჯ „აისის“ წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად, გამართეს საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სოფელ კარდენახში მცხოვრები ქალბატონები.

მათ გადაეცათ ინფორმაცია პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და მისი მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ. გაეცნენ კოლეჯ „აისის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები. შეხვედრა წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები  მათვის საინტერესო კითხვებზე.


ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სოფლად მცხოვრები ქალბატონების ინფორმირებას პროფესიების მრავალფეროვნებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ ეხმარება, მიიღონ გადაწყვეტილება ახალი, მათთვის საინტერესო პროფესიის დაუფლებასთან დაკავშირებით.





Comments