საინფორმაციო შეხვედრა მზისგულის საჯარო სკოლაში

საინფორმაციო შეხვედრა მზისგულის საჯარო სკოლაში

5 აპრილს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც კოლეჯ „აისის“ პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა თამარ გეთიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კოლეჯ „აისის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები და მიაწოდა ინფორმაცია კოლეჯში რეგისტრაციის პროცედურების შესახებ.


მოსწავლეებს გადაეცათ ინფორმაცია კოლეჯში მიმდინარე პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების, წარმატებული კურსდამთავრებულების და კარიერული სერვისის შესახებ, სადაც ხდება სტუდენტების დახმარება სამუშაოს ძიების ტექნიკის შესწავლასა და კარიერის დაგეგმვაში.



ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეების ინფორმირებას პროფესიების მრავალფეროვნებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ ეხმარება, პროფესიის არჩევის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 












Comments