საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

 საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

12 აპრილს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლაში  ჩატარდა  საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც კარდენახის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

კოლეჯ „აისის“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა თამარ გეთიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პროფესიული განათლების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ. გააცნო კოლეჯ „აისის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები და მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების, ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ. 


კოლეჯ „აისის“ დუალური პროგრამებისა და საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი მაია ქიტიაშვილი სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა მევენახეობა-მეღვინეობის დუალური პროგრამისა და ე.წ.ინტეგრირებული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობის შესახებ.

ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეების ინფორმირებას პროფესიების მრავალფეროვნებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ ეხმარება, პროფესიის არჩევის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 

Comments