საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში

საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში

13 აპრილს პროფესიული განათლების მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა.  


კოლეჯ „აისის“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა თამარ გეთიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კოლეჯ „აისის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები და მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების, ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ. 



ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა თამუნა გოგილაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სსსმ და შშმ აპლიკანტების ჩარიცხვის პროცედურები და დეტალურად აუხსნა  ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით სარგებლობის უპირატესობები.



Comments