საინფორმაციო შეხვედრა სოფელ კალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ კალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

14 აპრილს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ჩატარდა  საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც კალაურის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

კოლეჯ „აისის“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა თამარ გეთიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია და გააცნო კოლეჯის ევროპული სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მიმდინარე პროექტები, გაცვლითი პროგრამები და სხვადასხვა ტიპის სტუდენტური სერვისები. მიაწოდა ინფორმაცია კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების, რეგისტრაციის ვადების, ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ. 

ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეების ინფორმირებას პროფესიების მრავალფეროვნებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ ეხმარება, პროფესიის არჩევის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.




Comments