ტრენინგი - „ღვინის მარკეტინგი და გაყიდვების სტიმულირება“
16 აპრილს ასოციაცია „ქართული ღვინის“ ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ჩატარდა ტრეინინგი თემაზე - „ღვინის მარკეტინგი და გაყიდვების სტიმულირება“.
ტრენინგი განკუთვნილი იყო მეღვინეობა-მევენახეობის დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული სტუდენტების, მასწავლებლებისა და დუალური პროგრამის ღვინის კომპანიების ინსტრუქტორებისათვის.
ტრენინგის თემატიკა შეირჩა სტუდენტებთან ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ მათი საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.
ტრენინგს უძღვებოდა ეკატერინე ჯავახია - მეღვინეობა „შუხმან ვანსის ჯორჯიას“ კომერციული დირექტორი.
ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯ „აისის“ მევენახეობა-მეღვინეობის დუალური პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები.
Comments
Post a Comment