„აგროგრაფი“ - 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები
კოლეჯ „აისის“ სტუდენტები არიან
წელს მეორედ გაიმართა კონკურსი „აგროგრაფი“, რომელიც წარმოაგენს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთ საინტერესო კონპონენტს. კონკურსი მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის პროფესიების პოპულარიზაციას.
2021 წელს, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი პროფესია გაეცნოთ ფართო აუდიტორიისთვის ფოტო, ვიდეო და სტატიის სახით. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯ „აისის“ სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმაც.
კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი მასალები შეფასდა ორ ეტაპად: ჟიურისა და
სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე, რის შემდეგაც
გამოვლინდნენ კონკურს „აგროგრაფის“ გამარჯვებულები.
მეორე ეტაპზე გადასული საკონკურსო მასალებიდან, ყველაზე მეტი მოწონება და გაზიარება დააგროვა კოლეჯ „აისის“ მეხილეობის დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტის, ანია ზალცმანის სტატიამ, ხოლო ფოტოებიდან - კოლეჯ „აისი“ს ვეტერინარიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის, მერაბ გელაშვილის ფოტომ. გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და პლანშეტები.
Comments
Post a Comment