ტრენინგი - „ციფრული მარკეტინგული კამპანია“
20 აპრილს ასოციაცია „ქართული ღვინის“ ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით დისტანციურად ჩატარდა ტრეინინგი თემაზე - „სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული ციფრული მარკეტინგული კამპანია.‘‘
ტრეინინგი განკუთვნილი იყო მეღვინეობა-მევენახეობის დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული სტუდენტების, მასწავლებლებისა და დუალური პროგრამის ღვინის კომპანიების ინსტრუქტორებისათვის.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ციფრული უნარების განვითარებას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია პანდემიის პირობებში.
ტრეინინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
• შესავალი
• ტარგეტინგი
• საკომუნიკაციო მესიჯის განსაზღვრა
• საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა
• სამოქმედო გეგმის შემუშავება/ბიუჯეტირება
• მართვა/განხორციელება
• Content writing, Hashtags and trending topics
ტრეინინგი ჩატარდა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის დახმარებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. ტრეინინგს უძღვებოდა ნათია გიგინეიშვილი.
ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯ „აისის“ მევენახეობა-მეღვინეობის დუალური პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები.
Comments
Post a Comment