ტრენინგი „მეილ-სერვისები და მათთან დაკავშირებული ხელსაწყოები“

 ტრენინგი  „მეილ-სერვისები და მათთან დაკავშირებული ხელსაწყოები“

2 აპრილს ასოციაცია „ქართული ღვინის“ ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი „მეილ-სერვისები და მათთან დაკავშირებული ხელსაწყოები“. 

ტრენინგი განკუთვნილი იყო ღვინის დუალურ პროფესიულ სწავლებაში ჩართული პედაგოგებისა და ინსტრუქტორებისათვის, ასევე სტუდენტებისათვის. ის მიზნად ისახავს ციფრული უნარების განვითარებას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია პანდემიის პირობებში. 

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

✔ თანამედროვე მეილ სერვისები

✔ ინფორმაციის მიღება და გაგზავნა, მეილებთან დაკავშირებული აპლიკაციები

✔ Google Docs, Microsoft Onedrive   მსგავსი ხელსაწყოები (Google Analytics)

✔ Docs; Sheets; Slides; Forms; Drive 

ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯ „აისის“ მასწავლებლები და მევენახეობა-მეღვინეობის დუალური პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.






Comments