ექსკურსია კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში

ექსკურსია კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში 

7 აპრილს კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობის მიზნით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ ლაგოდეხის N1 და N3  საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და ლაგოდეხის ფილიალში განხორციელებული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გაეცნენ სხვადასხვა სპეციალობებში პრაქტიკული მეცადინეობის  პრინციპებს და პროფესიული სწავლების სპეციფიკას.

ასეთი ექსკურსიები და საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებას პროფესიული განათლების მნიშვნელობასა  და შესაძლებლობებზე, რაც მათ დაეხმარება პროფესიის სწორად არჩევაში.



Comments