ექსკურსია კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალში

ექსკურსია კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალში 

15 აპრილს კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობის მიზნით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ სოფელ სამრეკლოს  საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და დედოფლისწყაროს ფილიალში მიმდინარე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. 

სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გაეცნენ სხვადასხვა სპეციალობებში პრაქტიკული მეცადინეობის  პრინციპებს და პროფესიული სწავლების სპეციფიკას.

ასეთი ექსკურსიები და საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებას პროფესიული განათლების მნიშვნელობასა  და შესაძლებლობებზე, რაც მათ დაეხმარება პროფესიის სწორად არჩევაში.



Comments