საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებების დაცვა საქართველოში, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები (ტრეფიკინგი) და მათი პრევენცია“

„გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებების დაცვა საქართველოში, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები (ტრეფიკინგი) და მათი პრევენცია“

2 ივნისს კოლეჯ „აისში“ ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა: „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები საქართველოში - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები, დაცვისა და დახმარების ღონისძიებები, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები (ტრეფიკინგი) და მათი პრევენცია“

ონლაინ შეხვედრას უძღვებოდა  სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე. 

შეხვედრაზე განხილული იყო თემები:

ქალთა უფლებები საქართველოში - არსებული მდგომარეობა და გამოწვევები;

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხები;

თუ როგორ დავიცვათ საკუთარი თავი ძალადობისგან და ვის მივმართოთ დახმარებისთვის; 

არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები (ტრეფიკინგი) და მათი პრევენცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯ „აისის“ და მისი ფილიალების სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. მათ მიეწოდათ ინფორმაცია საზღვარგარეთ ლეგალური სამუშაო მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ტრეფიკინგის საფრთხეებზე, რომელიც შესაძლებელია დადგეს არალეგალური მიგრაციის შემთხვევაში. სტუდენტებს გადაეცათ ინფორმაცია, ვის შეიძლება მიმართონ, თუკი ამგვარ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე.



Comments