ტრენინგი „ვენახების კადასტრის “ პროექტის ფარგლებში

ტრენინგი „ვენახების კადასტრის “ პროექტის ფარგლებში

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს „ვენახების კადასტრის“ პროგრამა, რომლის მიზანია დაინტერესებული პირების გადამზადება, შემდგომი თანამშრომლობისთვის. 

პროექტის „ვენახების კადასტრი“ ფარგლებში განხორციელდა ორგანიზებული ტრენინგი, რომელშიც ჩართულები არიან კოლეჯ აისის მევენახეობა-მეღვინეობისა და რამდენიმე სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ათამდე სტუდენტი. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებული პირები დასაქმდებიან კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე, სადაც იმუშავებენ ვენახების რეგისტრაციისა  და საკადასტრო ინფორმაციის განახლებაზე. 





Comments