კოლეჯ „აისის“ სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში

კოლეჯ „აისის“ სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა 

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში

15 ივნისს ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა კოლეჯ „აისის“ სტუდენტების მიერ პრაქტიკული მეცადინეობის პროცესში დამზადებული ნამუშევრების გამოფენა. 


გამოფენაში მონაწილეობდნენ კოლეჯ „აისის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ალვანის ფილიალის თექის ოსტატის, კერამიკული ნაწარმის სპეციალისტის და მომინანქრების სპეციალობის მასწავლებლები. 


მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კოლეჯ „აისის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლებლობები და პრაქტიკული მეცადინეობის პროცესში სტუდენტების მიერ დამზადებული თექის, მინანქრის და კერამიკის ნამუშევრები. 


გამოფენაზე წარდგენილმა ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.





Comments