საინფორმაციო შეხვედრა - გასაუბრება დასაქმებისთვის, CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადებასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა

საინფორმაციო შეხვედრა - გასაუბრება დასაქმებისთვის, CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადებასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა

10 მარტს „ისწავლე, ივარჯიშე, მიაღწიე, დაამყარე კავშირები დასაქმებისთვის!“ - პროექტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი (EU), განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯ „აისის“ დამამთავრებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სხვადასხვა ჯგუფების სტუდენტებთან. 


შეხვედრას უძღვებოდა თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (თEDEჩ)-ის წარმომადგენელი დიანა რინკიაშვილი. შეხვედრაზე მოხდა ჩV-ისა და სამოტივაციო წერილის მომზადებასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა. შეხვედრის შემდეგ კი განხორციელდა სამუშაოს მაძიებელთა ანუ სტუდენტების შეფასება. 


აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და ზოგადად სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებაზე ზრუნვას. მათ, ვინც აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვებიან,  ჩაუტარდებათ ტრენინგები შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს ძიების უნარების განვითარებასთან დაკავშირებით. 









Comments