2021 წლის მიღების შესახებ გაეცანით დეტალურ ინფორმაციას!
სსიპ კოლეჯ „აისში“ სწავლა არის უფასო! სწავლება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ!
გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი!
კითხვა: სად მდებარეობს კოლეჯი აისი?
პასუხი: კოლეჯი „აისი“ მდებარეობს კახეთის რეგიონში. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი. http://collegeaisi.ge/page/kontaqti
გარდა ამისა, კოლეჯ „აისს“ კახეთის რეგიონში აქვს სამი ფილიალი:
1. დედოფლისწყაროს ფილიალი - სოფელ სამრეკლოში;
2. ლაგოდეხის ფილიალი - სოფელ შრომაში;
3. ალვანის ფილიალი - სოფელ ქვემო ალვანში.
კითხვა: როდის იწყება რეგისტრაცია კოლეჯ „აისში“ 2021 წლის მიღებაზე?
პასუხი: რეგისტრაცია დაიწყება 12 ივლისს და გაგრძელდება 20 აგვისტოს ჩათვლით.
კითხვა: რომელ პროგრამებზე განხორციელდება აპლიკანტების რეგისტრაცია 2021 წლის საგაზაფხულო მიღებაზე?
გთავაზობთ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომელზეც კოლეჯი „აისი“ კაჭრეთის ბაზაზე და ფილიალებში 2021 წლის ზაფხულში განახორციელებს მიღებას:
კაჭრეთში:
აგრარული მიმართულება:
- მევენახეობა-მეღვინეობა - V დონე (ხანგრძლივობა 26,5 თვე) - დუალური
- მევენახეობა-მეღვინეობა - V დონე (ხანგრძლივობა 16 თვე)
- სატყეო საქმე - IVდონე (ხანგრძლივობა 9 თვე)
- მეფუტკრეობა - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება - IV დონე (ხანგრძლივობა 15,5 თვე)
ინჟინერიის მიმართულება:
- ინფორმაციის ტექნოლოგია - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- კომპიუტერული ქსელი და სისტემები - IV დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირებით
- ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
- იატაკისა და ფილის სამუშაოები - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
- მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
- ხის მხატვრული დამუშავება - III დონე (ხანგრძლივობა 15,5 თვე)
დედოფლისწყაროს ფილიალში:
ინჟინერიის მიმართულება:
- ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
- ქვის სამუშაოების წარმოება - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- შედუღება - IV დონე (ხანგრძლივობა ---- თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
- თექის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა -13,5 თვე)
ლაგოდეხის ფილიალში:
აგრარული მიმართულება:
- სატყეო საქმე - IVდონე (ხანგრძლივობა 9 თვე)
- მებაღეობა - IV დონე (ხანგრძლივობა 15,5 თვე )
- მებაღეობა - IV დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირებით
ინჟინერიის მიმართულება:
- თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- იატაკისა და ფილის სამუშაოები - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:
- საოფისე საქმე - IV დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
ალვანის ფილიალში:
ხელოვნების მიმართულება:
- მხატვრული ქსოვილები - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
- თექის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
- მომინანქრება - III დონე (ხანგრძლივობა 12 თვე)
- კერამიკული ნაკეთობის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა 14 თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
შენიშვნა: III დონის სპეციალობებზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია პირს ქონდეს მინიმუმ საბაზო ზოგადი განათლების (ე.წ. მე–9 კლასის) ატესტატი. IV და V დონის სპეციალობებზე სწავლის დაწყებისთვის აუცილებელია, აპლიკანტს ქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლების (ე.წ. სკოლის დამთავრების) ატესტატი; მეოთხე დონის ე.წ. ინტეგრირებულ პროგრამებზე ჩარიცხვისთვის კი აუცილებელია პირს ქონდეს მხოლოდ საბაზო ზოგადი განათლება (ე.წ. მე-9 კლასის ატესტატი), რადგან აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატს.
კითხვა: სად შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
პასუხი: აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ:
1. ონლაინ https://vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით.
2. კოლეჯ „აისში“ (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი) http://collegeaisi.ge/
3. დისტანციურ რეჟიმში კოლეჯ „აისის“ ცხელ ხაზზე დარეკვით: 577557156 ან 577557215
4. კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალში (სოფელი სამრეკლო) ტელ: 577962967
5. კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში (სოფელი შრომა) ტელ: 577962885
6. კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალში (სოფელი ქვემო ალვანი) ტელ: 599198192
7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo
8. საგანმანათლებლო რესურსცენტრებში http://www.mes.gov.ge/content.php?id=207
კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციის გავლისთვის?
პასუხი: რეგისტრაციის გავლისთვის საკმარისია, აპლიკანტმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში. ასევე, აუცილებელია აპლიკანტს ქომდეს პირადი ელექტრონული ფოსტა.
კითხვა: რა ხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?
პასუხი: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება ანუ ჩააბაროს გამოცდა.
კითხვა: როდის ტარდება პრეტესტი და გამოცდა?
პასუხი: პრეტესტისა და გამოცდის თარიღი ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გამოცხადდება.
კითხვა: სად ტარდება პრეტესტი და მისაღები გამოცდა?
პასუხი: გამოცდა ტარდება კოლეჯ „აისში“, მის ფილიალებში ან რეგისტრაციის დროს აპლიკანტის მიერ მითითებულ რაიონში არსებულ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, რომელიც მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.
კითხვა: სად და როგორ ხდება საგამოცდო ბარათის აღება?
პასუხი: საგამოცდო ბარათი აპლიკანტს შეუძლია აიღოს იმავე დაწესებულებაში, სადაც რეგისტრაცია გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება მისამართი და ტესტირების ინდივიდუალური საათი.
კითხვა: რა სახის ტესტები ბარდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე?
პასუხი: ტესტირება ჩატარდება:
აგრარული მიმართულების სპეციალობებისთვის:
კითხვა: სად შეიძლება ვნახო ტესტის ნიმუშები?
პასუხი: ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ კოლეჯი „აისის“ ვებ-გვერდზე:
http://collegeaisi.ge/page/testis-nimusebi
ან გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: https://naec.ge/#/ge/post/1691
ტესტის ნიმუშები:
კითხვა: რა ხდება მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ?
პასუხი: გამოცდის ჩატარების თარიღიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან კოლეჯში იგზავნება რეიტინგული სია, სადაც იმ პირთა ჩამონათვალია, რომლებმაც კოლეჯში სწავლის დასაწყებად მოიპოვეს დაფინანსება (ჩასარიცხ აპლიკანტთა სია).
კითხვა: ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა, რომ ჩაირიცხოს კოლეჯ „აისში“ და გახდეს სტუდენტი?
პასუხი: კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად აპლიკანტმა გარკვეულ პერიოდში აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის ან დიპლომის) ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი (ან კანონიერი წარმომადგენელის) განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე;
არასრულწლოვანმა აპლიკანტმა დამატებით დამატებით უნდა წარმოადგინოს:
1. აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
2. მშობლის ან კანონიერი წამომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
3. საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

- საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
- ტესტი ბუნებისმეტყველებაში (ქიმია, ბიოლოგია).
- მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი;
- ტესტი მათემატიკაში.
- საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
- ტესტი უცხო ენაში (არჩევით).
- საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
- ტესტიბუნებისმეტყველებაში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია)
- სივრცითი უნარების ტესტი;
- ტესტი ხელოვნებაში.
ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობისთვის:
- საკანცელარიო უნარების ტესტი;
- ტესტი მათემატიკაში.
პასუხი: ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ კოლეჯი „აისის“ ვებ-გვერდზე:
http://collegeaisi.ge/page/testis-nimusebi
ან გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: https://naec.ge/#/ge/post/1691
ტესტის ნიმუშები:
- საბაზო აკადემიური უნარების ტესტი
- მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი
- სივრცითი უნარების ტესტი
- საკანცელარიო უნარების ტესტი
- უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)
- მათემატიკა
- ქიმია
- ბიოლოგია
- ფიზიკა
- ხელოვნება
კითხვა: რა ხდება მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ?
პასუხი: გამოცდის ჩატარების თარიღიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან კოლეჯში იგზავნება რეიტინგული სია, სადაც იმ პირთა ჩამონათვალია, რომლებმაც კოლეჯში სწავლის დასაწყებად მოიპოვეს დაფინანსება (ჩასარიცხ აპლიკანტთა სია).
კითხვა: ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა, რომ ჩაირიცხოს კოლეჯ „აისში“ და გახდეს სტუდენტი?
პასუხი: კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად აპლიკანტმა გარკვეულ პერიოდში აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის ან დიპლომის) ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი (ან კანონიერი წარმომადგენელის) განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე;
არასრულწლოვანმა აპლიკანტმა დამატებით დამატებით უნდა წარმოადგინოს:
1. აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
2. მშობლის ან კანონიერი წამომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
3. საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში აუცილებელია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მისამართი: ალექსიძის ქ. 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
.
კითხვა: როდის დაიწყება სწავლა?
პასუხი: სწავლის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა, სავარაუდოდ 25 ოქტომბერია ნავარაუდევი!
კითხვა: რას გვეტყვით სსსმ და შშმ პირების რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ?
პასუხი: სწავლის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა, სავარაუდოდ 25 ოქტომბერია ნავარაუდევი!
კითხვა: რას გვეტყვით სსსმ და შშმ პირების რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ?
პასუხი: აღსანიშნავია, რომ შშმ და სსსმ პირებს, ჩვეულებისამებრ, ეძლევათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რაც გულისხმობს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ აპლიკანტის შეფასებას და პროფესიის მოსინჯვის დროს აპლიკანტის უნარების შესაბამისი პრაქტიკული აქტივობების დაგეგმვა-განხოორციელებას.
რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღეში სსსმ/შშმ პირს დაუკავშირდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტთა გუნდის წევრი ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასებისა და სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ დასკვნების მომზადების მიზნით. ექსპერტთა გუნდის წევრის მიერ შედგენილი დასკვნა სსსმ/შშმ პირს გადაეცემა კოლეჯში წარსადგენად.
რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში მოხდება სსსმ/შშმ პირების შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მიერ და 10 სამუშაო დღის ვადაში სსსმ/შშმ პირებმა კოლეჯში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ექსპერტთა გუნდის დასკვნა, რომელიც დასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და რომელიც დამოწმებულია ექსპერტთა გუნდის მინიმუმ სამი წევრის ხელმოწერით;
ბ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც თქვენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდით ცალკეულ კლასში/სემესტრში ან/და საფეხურის ბოლო კლასში და რომელიც დამოწმებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერიებით;
გ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:
1. აუდიოგრამა (სმენის დარღვევისას)
2. ოფთალმოლოგის მიერ გაცემული ცნობა (მხედველობის დარღვევისას)
დ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, ქცევითი და ემოციური აშლილობის არსებობის თაობაზე;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ალტერნატიული პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ სსსმ/შშმ პირს კოლეჯში შემოაქვს შემდეგი დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის ან დიპლომის) ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. დაბადების მოწმობის ასლი (თუ პირი არასრულწლოვანია)
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი განცხადება თუ პირი სრულწლოვანია (და თუ პირი არასრულწლოვანია მშობლის ან კანონიერი წამომადგენლის განცხადება)
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
(0) 353 200 423
577 55 71 56
577 55 71 56
P.S. კოლეჯ „აისში“ სწავლა უფასოა!
P.S. P.S. კოლეჯ „აისს“ კაჭრეთში აქვს 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, სადაც ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია ცხოვრება!
Comments
Post a Comment