შეხვედრა სოციალურ პარტნიორებთან ლაგოდეხის ფილიალში

შეხვედრა სოციალურ პარტნიორებთან ლაგოდეხის ფილიალში

სოციალური პარტნიორების ჩართულობის ამაღლების მიზნით კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში დირექციის და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ სამხარაძე, კახეთის გუბერნატორის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომერე კახა ჯამბურია და კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.


სტუმრები შეხვდნენ სტუდენტებს და მასწავლებლებს, ადგილზე გაეცნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ გაწეულ სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესი 15 მარტიდან განახლდა აუდიტორიებში და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.



შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს კოლეჯების განვითარების პერსპექტივებსა და პროფესიულ განათლებაში ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობაზე რაც აუცილებელი წინაპირობაა რეგიონის საჭიროებებს მორგებული პროფესიების განვითარებისთვის.









Comments