ღია კარის დღე კოლეჯ „აისში“

ღია კარის დღე კოლეჯ „აისში“ 

30 მარტს კოლეჯ „აისში“ ჩატარდა ღია კარის დღე, რომელსაც ესწრებოდნენ კოლეჯ „აისის“ ადმინისტრაციის წევრები, სტუდენები, მასწავლებლები და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა  სოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები.

შეხვედრა გახსნა  კოლეჯ „აისის“ დირექტორმა მალხაზ ასლამაზაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე.


მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კოლეჯ „აისში“ არსებული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების, მათზე დაშვების წინაპირობის, ჩარიცხვის წესებისა და სწავლების დაფინანსების შესახებ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ  სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯ „აისის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ღვინის სახლი,  ღვინის ლაბორატორია, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო, სახელოსნოები, თეორიული კლას-კაბინეტები და სტუდენტთა პანსიონი.

საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით ჩატარებული ღია კარის დღეები ხელს უწყობს ახალგაზრდების ინფორმირებას პროფესიების მრავალფეროვნებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ ეხმარება, პროფესიის არჩევის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.




Comments