კონდიტერის ვაკანსია სასტუმრო „ყვარელი პალასში“
სასტუმრო „ყვარელი პალასი“ ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ კონდიტერს.
✅ სამუშაო ადგილი: ყვარელი
✅ სამუშაო გრაფიკი: სრული
✅ პოზიცია: კონდიტერი
პოზიციის დახასიათება:
✅ კონდიტერის მთავარი მოვალეობაა დესერტების და ცომეულის მომზადება, ასევე დეკორატიული და მიმზიდველი დიზაინის მოფიქრება, ახალი რეცეპტების შემუშავება.
ძირითადი მოვალეობები:
✅ მოამზადოს სხვადასხვა
სახის დესერტები, საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული;
✅ შეასრულოს სხვადასხვა
სპეციფიური საკონდიტრო დავალებები, ასისტირება გაუწიოს და დეხმაროს სხვა თანამშრომლებს
საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებელ პროცესში;
✅ უზრუნველყოს ყველა დესერტის,
საკონდიტრო და სასაცხობო ნაწარმის დროული მომზადება;
✅ სისიტემატიურად შეამოწმოს
საკონდიტრო დანადგარები და საჭირო აღჭურვილობის სისუფთავე;
✅ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის
მუდმივი სისუფთავე და ყველა საჭირო ნივთისა თუ ინვენტარის ორგანიზებულად განთავსება;
✅ აუცილებლად უნდა იცოდეს
სასწორის გამოყენება, რათა თავისუფლად მოახერხოს სხვა და სხვა ინგრედიენტების შეხამება
რეცეპტის მიხედვით;
✅ უზრუნველყოს ყველა საკვებისა
და კერძის დროული შევსება სასტუმროს რესტორანში და სასტუმროში არსებულ ღონისძიებებზე
განთავსებულ სპეციალურ მაგიდებზე;
✅ პასუხისმგებელია ყოველდღიურ
სისუფთავეზე. უნდა შეამოწმოს სამზარეულოში არსებული ღუმელი, გრილი, თაროები, მაცივრები,
საჭრელი დაფები და დანები;
✅ აკონტროლოს საჭირო პროდუქტის
ხარისხი და რაოდენობა;
✅ გააკონტროლოს და უზრუნველყოს
საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურის და ვარგისიანობის შემოწმება სტანდარტის
მიხედვით;
✅ დაიცვას დანების, ბურღის
და სხვა ინსტრუმენტების მოხმარების პროცედურა;
✅ უზრუნველყოს კომუნიკაცია
სამზარეულო დეპარტამენტსა და მომსახურე პერსონალს შორის;
✅ მოამზადოს ყველა შეკვეთა
ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
✅ შეამოწმოს და გააკონტროლოს
თითოეული კერძის ხარისხი, რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და სწორი ტემპერატურა სამზარეულოდან
გატანამდე;
✅ შეამოწმოს სამზარეულოს
ინვენტარი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია ტექნიკურ დეპარტამენტს;
✅ დაიცვას ჰიგიენის სტანდარტები: გამოიყურებოდეს სუფთად და ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
და საჭირო უნარები:
✅ მსგავს პოზიციაზე მუშაობის
გამოცდილება;
✅ გუნდური მუშაობის უნარი;
✅ კარგი კომუნიკაციის უნარი;
✅ მაღალი პასუხისმგებლობა;
✅ დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ბენეფიტები:
✅ კვება;
✅ ტრანსპორტირება;
✅ საცხოვრებელი;
✅ სამედიცინო დაზღვევა.
📞 დაინტერესების შემთხვევაში
დარეკეთ: 551 152 535; 577 55 71 56;
📧 ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge
💥 გისურვებთ წარმატებას!
Comments
Post a Comment