კარიერული ორიენტაციის ტრენინგი ალვანის ფილიალში

კარიერული ორიენტაციის ტრენინგი კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის

13 მაისს სსიპ კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალში თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (TEDEC) ინიციატივით, „ისწავლე, ივარჯიშე, მიაღწიე, დაამყარე კავშირები დასაქმებისთვის!“ - პროექტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი (EU), კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სხვადასხვა ჯგუფების სტუდენტებს ჩაუტარდთ კარიერული ორიენტაციის ტრენინგი, რომელიც მოიცავდა თემებს: 

✅ CV-ის შედგენა;

✅ სამოტივაციო წერილის მომზადება;

✅ დამსაქმებელთან ინტერვიუს ტექნიკები;


ტრენინგს უძღვებოდა თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და ზოგადად სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებაზე ზრუნვას. სტუდენტებმა შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაეცათ სერთიფიკატები.








Comments