და გაეცანი 2022 წლის მიღების შესახებ დეტალურ ინფორმაციას!
სსიპ კოლეჯ „აისში“ სწავლა ხორციელდება სახელმწიფოს სრული დაფინანსებით!
გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი!
კითხვა: სად მდებარეობს კოლეჯი აისი?
პასუხი: კოლეჯი „აისი“ მდებარეობს კახეთის რეგიონში. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი. http://collegeaisi.ge/page/kontaqti
გარდა ამისა, კოლეჯ „აისს“ კახეთის რეგიონში აქვს სამი ფილიალი:
1. დედოფლისწყაროს ფილიალი - სოფელ სამრეკლოში;
2. ლაგოდეხის ფილიალი - სოფელ შრომაში;
3. ალვანის ფილიალი - სოფელ ქვემო ალვანში.
კითხვა: როდის იწყება რეგისტრაცია კოლეჯ „აისში“ 2022 წლის მიღებაზე?
პასუხი: რეგისტრაცია დაიწყება 2 მაისს და გაგრძელდება 22 აგვისტოს ჩათვლით!
კითხვა: რომელ პროგრამებზე განხორციელდება აპლიკანტების რეგისტრაცია 2022 წლის საგაზაფხულო მიღებაზე?
გთავაზობთ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომელზეც კოლეჯი „აისი“ კაჭრეთის ბაზაზე და ფილიალებში 2022 წელს განახორციელებს მიღებას:
ალვანის ფილიალში:
კითხვა: სად შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
პასუხი: აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ:
1. ონლაინ https://vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით. რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://youtu.be/TV3K8MJO80w
გთავაზობთ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომელზეც კოლეჯი „აისი“ კაჭრეთის ბაზაზე და ფილიალებში 2022 წელს განახორციელებს მიღებას:
კაჭრეთში:
აგრარული მიმართულება:
- მევენახეობა-მეღვინეობა - V დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - დუალური
- ვეტერინარია - V დონე (ხანგრძლივობა 22 თვე)
- სატყეო საქმე - IVდონე (ხანგრძლივობა 9 თვე)
- მეფუტკრეობა - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- კულინარიის ხელოვნება - III დონე (ხანგრძლივობა 14,5 თვე)
ინჟინერიის მიმართულება:
- ინფორმაციის ტექნოლოგია - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- კომპიუტერული ქსელი და სისტემები - IV დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირებით
- ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
- იატაკისა და ფილის სამუშაოები - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
- მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
- ხის მხატვრული დამუშავება - III დონე (ხანგრძლივობა 15,5 თვე)
დედოფლისწყაროს ფილიალში:
ინჟინერიის მიმართულება:
- ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
- ქვის სამუშაოების წარმოება - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
- თექის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა -13,5 თვე)
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:
- ბუღალტრული აღრიცხვა - V დონე (ხანგრძლივობა 18 თვე)
ლაგოდეხის ფილიალში:
აგრარული მიმართულება:
- სატყეო საქმე - IVდონე (ხანგრძლივობა 9 თვე)
ინჟინერიის მიმართულება:
- თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- იატაკისა და ფილის სამუშაოები - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:
- ბუღალტრული აღრიცხვა - V დონე (ხანგრძლივობა 18 თვე)
- საოფისე საქმე - IV დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
ალვანის ფილიალში:
ხელოვნების მიმართულება:
- მხატვრული ქსოვილები - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
- თექის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
- მომინანქრება - III დონე (ხანგრძლივობა 12 თვე)
- კერამიკული ნაკეთობის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა 14 თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
შენიშვნა: III დონის სპეციალობებზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია პირს ქონდეს მინიმუმ საბაზო ზოგადი განათლების (ე.წ. მე–9 კლასის) ატესტატი. IV და V დონის სპეციალობებზე სწავლის დაწყებისთვის აუცილებელია, აპლიკანტს ქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლების (ე.წ. სკოლის დამთავრების) ატესტატი; მეოთხე დონის ე.წ. ინტეგრირებულ პროგრამებზე ჩარიცხვისთვის კი აუცილებელია პირს ქონდეს მხოლოდ საბაზო ზოგადი განათლება (ე.წ. მე-9 კლასის ატესტატი), რადგან აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატს.
კითხვა: სად შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
პასუხი: აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ:
1. ონლაინ https://vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით. რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://youtu.be/TV3K8MJO80w
2. კოლეჯ „აისში“ (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი) http://collegeaisi.ge/
3. დისტანციურ რეჟიმში კოლეჯ „აისის“ ცხელ ხაზზე დარეკვით: 577557156 ან 577557215
4. კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალში (სოფელი სამრეკლო) ტელ: 577962967
5. კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში (სოფელი შრომა) ტელ: 577962885
6. კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალში (სოფელი ქვემო ალვანი) ტელ: 599198192
7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo
8. საგანმანათლებლო რესურსცენტრებში http://www.mes.gov.ge/content.php?id=207
კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციის გავლისთვის?
პასუხი: რეგისტრაციის გავლისთვის საკმარისია, აპლიკანტმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში. ასევე, აუცილებელია აპლიკანტს ქონდეს პირადი ელექტრონული ფოსტა.
კითხვა: რა ხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?
პასუხი:
7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo
8. საგანმანათლებლო რესურსცენტრებში http://www.mes.gov.ge/content.php?id=207
კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციის გავლისთვის?
პასუხი: რეგისტრაციის გავლისთვის საკმარისია, აპლიკანტმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში. ასევე, აუცილებელია აპლიკანტს ქონდეს პირადი ელექტრონული ფოსტა.
კითხვა: რა ხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?
პასუხი:
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე გასვლა მოუწევთ მხოლოდ მეხუთე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ პირებს. წელს კოლეჯ „აისის“ შემთხვევაში ასეთი გახლავთ ვეტერინარიის და ბუღალტრული აღრიცხვის მოდულური პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები.
ვეტერინარიის პროგრამაზე დარეგისტრირებული პირები ტესტირებას გაივლიან ბიოლოგიაში, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაზე დარეგისტრირებული პირები მათემატიკაში.
რაც შეეხება, მევენახეობა-მეღვინეობის დუალურ პროგრამაზე სწავლის მსურველებს, ისინი ჩაირიცხებიან შიდა ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე, რომელიც გაიმართება კოლეჯ „აისში“ საწარმოს ხელმძღვანელების ჩართულობით.
დანარჩენ პროგრამებზე მიღება განხორციელდება კომპეტენციების შეფასების ალტერნატიული მეთოდით: მოტივაციური გასაუბრება;
კითხვა: როდის ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება?
პასუხი: 24 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება ტესტირება და მოტივაციური გასაუბრება.
პასუხი: 24 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება ტესტირება და მოტივაციური გასაუბრება.
კითხვა: სად ტარდება ტესტირება და გასაუბრება?
პასუხი: გამოცდა ტარდება კოლეჯ „აისში“, მის ფილიალებში ან რეგისტრაციის დროს აპლიკანტის მიერ მითითებულ რაიონში არსებულ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, რომელიც მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გასაუბრება ჩატარდება კოლეჯ „აისში“ და მის ფილიალებში
კითხვა: სად და როგორ ხდება საგამოცდო ბარათის აღება?
პასუხი: საგამოცდო ბარათი აპლიკანტს შეუძლია აიღოს იმავე დაწესებულებაში, სადაც რეგისტრაცია გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება მისამართი და ტესტირების ინდივიდუალური საათი.
კითხვა: რა სახის ტესტები ბარდება მეხუთე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე?
პასუხი: ტესტირება ჩატარდება:
ვეტერინარიის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
- ბიოლოგია
ბუღალტრული აღრიცხვის მოდულურ პროგრამაზე:
- რაოდენობრივი წიგნიერება
პასუხი: საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: https://naec.ge/#/ge/post/2704
პასუხი: გამოცდის ჩატარების თარიღიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან კოლეჯში იგზავნება რეიტინგული სია, სადაც იმ პირთა ჩამონათვალია, რომლებმაც კოლეჯში სწავლის დასაწყებად მოიპოვეს დაფინანსება (ჩასარიცხ აპლიკანტთა სია).
კითხვა: ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა, რომ ჩაირიცხოს კოლეჯ „აისში“ და გახდეს სტუდენტი?
პასუხი: კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად აპლიკანტმა გარკვეულ პერიოდში აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის ან დიპლომის) ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი (ან კანონიერი წარმომადგენელის) განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე;
არასრულწლოვანმა აპლიკანტმა დამატებით დამატებით უნდა წარმოადგინოს:
1. აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
2. მშობლის ან კანონიერი წამომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
3. საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში აუცილებელია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მისამართი: ალექსიძის ქ. 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
.
კითხვა: რა პერიოდში უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა აღნიშნული დოკუმენტები?
აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია 1 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით! თუ პირი აღნიშნულ ვადაში არ წარმოადგენს სრულყოფილ დოკუმენტებს, მისი კოლეჯში ცარიცხვა არ განხორციელდება!
კითხვა: როდის დაიწყება სწავლა?
პასუხი: სწავლა დაიწყება 8 ნოემბერს!
პასუხი: სწავლა დაიწყება 8 ნოემბერს!
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
(0) 353 200 423
577 55 71 56
577 55 71 56
P.S. კოლეჯ „აისში“ სწავლა უფასოა!
P.S. P.S. კოლეჯ „აისს“ კაჭრეთში აქვს 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, სადაც ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია ცხოვრება!
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი!
Comments
Post a Comment