ანია ზალცმანი - კოლეჯ „აისის“ მეხილეობის დუალური პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული
პროფესიების
ძიებაში და სხვადასხვა სამსახურეობრივი გამოცდილების შემდეგ, საბოლოოდ მივაგენი ისეთ
პროფესიას, რომელიც ჩემს რაიონში დიდად განვითარებული არ არის.
გადავწყვიტე, რადიკალურად
შემეცვალა ჩემი რუტინა 40 წლის ასაკში და მიმეღო პრაქტიკული და თეორიული კვალიფიკაცია
ისეთ შრომით ბაზარზე, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. ასეთი პროგრამა აღმოვაჩინე პროფესიულ
კოლეჯში „აისი“ და გავხდი მეხილეობის სპეციალობის დუალური პროგრამის სტუდენტი, რომლის
მიზანია, თეორიასთან ერთად პარტნიორ საწარმოში პრაქტიკული სწავლება. თუმცა, დუალური
პროგრამა ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. ჩემი კონტრაქტორი
საწარმო იყო აგროკომპანია ,,კარტლისი”, სადაც პირველივე დღიდან გავხდი სტაჟიორი.
რამოდენიმე თვის შემდეგ აქტიური თანმშრომლობა შემომთავაზა კომპანია კარტლისმა და ქალაქ თელავში, კომპანია „კარტლისის“ ერთ-ერთ ფილიალში კონსულტანტ-ოპერატორად დავსაქმდი. თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას პარალელურად ვუთავსებდი საოფისე საქმიანობასაც. დავეუფე საოფისე პროგრამებს, მარკეტინგს, კონსულტანტობის შემდეგ კი ოფისის მენეჯერის შემოთავაზებაც მივიღე კომპანიისგან, რამაც თვითშეფასება მომიმატა. ჩვენს კომპანიაში აქტიურად ვესწრები მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ფერმერთა აკადემიებს, რაც ზრდის ჩემს კვალიფიკაციას. ეს კი მეხმარება მქონდეს განსხვავებული ხედვა, თუ რას გავაკეთებდი უკეთესს ამ სფეროში.
„ბედნიერება თვითგანვითარების
პროცესშია“ - ამ განცდამ გამიზარდა თვითშეფასება და წინსვლის სურვილი. ჩემს გარშემო
მყოფი ადამიანებისთვის მე ვარ მაგალითი, როგორ შეიძლება აირჩიო სასურველი პროფესია
ცხივრების ნებისმიერ ეტაპზე, მოიძიო წარმატებული პროფესიული კოლეჯი და გახდე წარმატებული
ისეთ გუნდთან ერთად, როგორიცაა კოლეჯი „აისი“ და აგროკომპანია „კარტლისი“.
მე მიმაჩნია, რომ ეს ჩემი წარმატების ისტორიაა, რითაც შევძელი პროფესიული განათლების მიღებით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ამიტომ თამამად გეტყვით: ბედნიერება პროცესია მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებისა!
იპოვე შენი პროფესია
და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას!
ინტერვიუ ანია ზალცმანთან იხილეთ ჟურნალ პროფესიული განათლების 29-30 გვერდზე:
Comments
Post a Comment