დასაქმების ონლაინ კვირეული - დამსაქმებელთან ინტერვიუსთვის მომზადება, CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენა

დასაქმების ონლაინ კვირეული - დამსაქმებელთან ინტერვიუსთვის მომზადება, CV-ისა  და სამოტივაციო წერილის შედგენა

პროექტის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგროდუოს და HR hub-ის ორგანიზებით, დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით დასაქმების ონლაინ კვირეული გაიმართა, რომელიც მოიცავდა ტრენინგებს, მასტერკლასებსა და დამსაქმებლებთან შეხვედრებს. 

1 დეკემბერს ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, სადაც განხილული იქნა შემდეგი თემები:

✅ გასაუბრებისთვის მომზადება

✅ რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შექმნა;

პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.

პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობების გაძლიერებას და დასაქმების მხარდაჭერას.








Comments