დასაქმების ონლაინ კვირეული - ლინკდინის როლი დასაქმებაში, რეზიუმეს (CV-ის) განთავსება დასაქმების ონლაინ პლატფორმებზე

დასაქმების ონლაინ კვირეული - ლინკდინის როლი დასაქმებაში, რეზიუმეს (CV-ის) განთავსება დასაქმების ონლაინ პლატფორმებზე

პროექტის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგროდუოს და HR hub-ის ორგანიზებით, დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით დასაქმების ონლაინ კვირეული გაიმართა, რომელიც მოიცავდა ტრენინგებს, მასტერკლასებსა და დამსაქმებლებთან შეხვედრებს. 

4 დეკემბერს ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, სადაც განხილული იქნა შემდეგი თემები:

✅ ლინკდინის როლი დასაქმებაში;

✅ დასაქმების ელექტრონულ პლათფორმებზე რეზიუმეს განთავსება;

კვირეულის ფარგლებში კოლეჯების სტუდენტები და კურსდამთავრებულები ასევე შეხვდნენ დამსაქმებელს, მოისმენეს კომპანიებისა და ვაკანსიების შესახებ დამატებით ინფორმაცია. 

პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.

პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობების გაძლიერებას და დასაქმების მხარდაჭერას.










Comments