საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯ „აისის“ აგრარული მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენასთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯ „აისის“ აგრარული მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენასთან დაკავშირებით

17 დეკემბერს კოლეჯ „აისის“ აგრარული მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დაესწრნენ  ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც გაიმართა განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის AgrarKontakte International (AKI) წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს 2022 წლისთვის გერმანიაში სტუდენტთა საერთაშორისო ანაზღაურებადი პრაქტიკის  შესაძლებლობები. 


ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ კოლეჯ „აისის“ პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა სტუდენტებს გააცნო აღნიშნული პროექტის ფარგლებში კოლეჯ „აისის“ სტუდენტების გამოცდილება და იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლის მომზადებაც აუცილებელი იქნება პროექტში მონაწილეობისთვის. მათ შორის ყურადღება გამახვილდა CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენაზე, რომელიც პროექტში მონაწილეობის პირველი ეტაპის გადალახვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტებია. შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, სტუდენტები მიიღებენ დამატებით კონსულტაციას.




Comments