საინფორმაციო შეხვედრა - გერმანიაში სტუდენტთა საერთაშორისო პრაქტიკის შესაძლებლობების გაცნობა

საინფორმაციო შეხვედრა - გერმანიაში სტუდენტთა საერთაშორისო პრაქტიკის  შესაძლებლობების გაცნობა 

2021 წლის 17 დეკემბერს Zoom-ის ფორმატში გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო 2022 წლისთვის გერმანიაში სტუდენტთა საერთაშორისო პრაქტიკის შესაძლებლობების გაცნობა აგრარული მიმართულებით. 



საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯ „აისის“ აგრარული მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტებმა გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები, რომელზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები.






Comments