ვაკანსია - ინსპექტორის ასისტენტი

 კოლეჯ „აისის“ კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

ახალი ვაკანსია!

ტექინსპექტირების ცენტრი „გრინვეი“ დედოფლისწყაროში აცხადებს ვაკანსიას ინსპექტორის ასისტენტის პოზიციაზე!

ძირითადი მოვალეობები:

• სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცესის უშუალოდ განხორციელება დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

• სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების შედეგების გაფორმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

• დისციპლინის უზრუნველყოფა;

• მომსახურების ხარისხის დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

• უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

• კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი  მოთხოვნები, რომელთაგან კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთს მაინც:

• ავტომომსახურებაში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;

• ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;

• ინჟინერიის ან/და ტრანსპორტის მომსახურების სფეროში პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.

უცხო ენები:

• სასურველია, ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

• მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;

• პუნქტუალურობა;

• დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ: 577 313 693

ან გაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@greenwaygeorgia.ge

Comments