მარიამ ბეჟუაშვილი

მარიამ ბეჟუაშვილი  -  მევენახეობა-მეღვინეობის დუალური პროგრამის კურსდამთავრებული

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე შემესწავლა მეღვინეობის სფერო, რაც ძალიან მაინტერესებდა ბავშვობიდან. სრულიად შემთხვევით შევიტყვე დუალური პროგრამის შესახებ და თავს  ძალიან იღბლიან ადამიანად ვთვლი, რომ მომეცა საშუალება კოლეჯ ,,აისში’’ შემესწავლა საყვარელი პროფესია.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თეორის პარალელურად პრაქტიკული სწავლება, რომელიც ხორციელდებოდა საწარმოში, სადაც უშუალოდ მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი სხვადასხვა დანადგარებს და მათი მუშაობის პრინციპებს.

თავდაპირველად პრაქტიკულ სწავლებას გავდიოდი ერთ-ერთ მცირე საწარმოში 1 წლის მაძილზე, როდესაც მივხვდი, რომ პროფესიული ზრდისთვის მეტი რამ მჭირდებოდა, კოლეჯის ადმინისტრაციისა და GIZ-ის დახმარებით შევიცვალე საწარმო და გადავედი ისეთ საწარმოში, სადაც მაქსიმალურად ჩართული ვიყავი საწარმოო პროცესში. 2 წლის მანძილზე (ვმუშაობდი ლაბორატორიაში, ვენახის მოვლით სამუშაოებში, მონაწილეობას ვიღებდი რთველში, ღვინის დამუშავებაში და ა.შ.)

გარდა უშუალოდ პროფესიის შესწავლისა, კოლეჯსა და საწარმოში, ხშირად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა შემეცნებით შეხვედრებში, გამოფენებსა და საგანმანათლებლო აქტივობებში, ვხვდებოდი უამრავ საინტერესო ადამიანს, რომელთაც უფრო მეტად შემაყვარეს ჩემი საქმიანობა.

სწავლის დასრულების მიუხედავად ვმუშაობ ერთ პატარა საწარმოში, სადაც მაქვს საშუალება კიდევ უფრო გავიღრმავო ცოდნა მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის სფეროში.

მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს განათლების სამინისტროსა, GIZ-ის და კოლეჯი ,,აისის“ მიმართ, რადგან ასაკის მიუხედავად ყოველ ადამიანს ეძლევ საშუალება, დაეულფოს მისთვის საინტერესო პროფესიას და გახდეს რეალიზებული.


Comments