გაწევრიანდი ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/CareerAisi
და გაეცანი 2023 წლის მიღების შესახებ დეტალურ ინფორმაციას!
სსიპ კოლეჯ „აისში“ სწავლა ხორციელდება სახელმწიფოს სრული დაფინანსებით!
გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი!
კითხვა: სად მდებარეობს კოლეჯი აისი?
პასუხი: კოლეჯი „აისი“ მდებარეობს კახეთის რეგიონში. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი. http://collegeaisi.ge/page/kontaqti
გარდა ამისა, კოლეჯ „აისს“ კახეთის რეგიონში აქვს სამი ფილიალი:
1. დედოფლისწყაროს ფილიალი - სოფელ სამრეკლოში;
2. ლაგოდეხის ფილიალი - სოფელ შრომაში;
3. ალვანის ფილიალი - სოფელ ქვემო ალვანში.
კითხვა: როდის იწყება რეგისტრაცია კოლეჯ „აისში“ 2023 წლის მიღებაზე?
პასუხი: რეგისტრაცია დაიწყება 22 მაისს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით!
კითხვა: რომელ პროგრამებზე განხორციელდება აპლიკანტების რეგისტრაცია 2023 წლის მიღებაზე?
გთავაზობთ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომელზეც კოლეჯი „აისი“ კაჭრეთის ბაზაზე და ფილიალებში 2022 წელს განახორციელებს მიღებას:
ალვანის ფილიალში:
კითხვა: სად შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
პასუხი: აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ:
1. ონლაინ https://vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით. რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://youtu.be/TV3K8MJO80w
გთავაზობთ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომელზეც კოლეჯი „აისი“ კაჭრეთის ბაზაზე და ფილიალებში 2022 წელს განახორციელებს მიღებას:
კაჭრეთში:
აგრარული მიმართულება:
- მევენახეობა-მეღვინეობა - V დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - დუალური
- მევენახეობა-მეღვინეობა V დონე (ხანგრძლივობა 16 თვე) - მოდულური
- ვეტერინარია - V დონე (ხანგრძლივობა 22 თვე)
- სატყეო საქმე - IVდონე (ხანგრძლივობა 9 თვე)
- მეფუტკრეობა - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება - IV დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირებით
ინჟინერიის მიმართულება:
- ინფორმაციის ტექნოლოგია - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
- იატაკისა და ფილის სამუშაოები - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
- მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
- ხის მხატვრული დამუშავება - III დონე (ხანგრძლივობა 15,5 თვე)
ჯანდაცვის მიმართულება:
- საექთნო საქმე - V დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - კოოპერაციული
დედოფლისწყაროს ფილიალში:
ინჟინერიის მიმართულება:
- ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
- ქვის სამუშაოების წარმოება - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- შედუღება - IV დონე (ხანგრძლივობა 16 თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
- თექის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა -13,5 თვე)
ლაგოდეხის ფილიალში:
აგრარული მიმართულება:
- მებაღეობა - IVდონე (ხანგრძლივობა 16 თვე)
- სატყეო საქმე - IVდონე (ხანგრძლივობა 9 თვე)
- სატყეო საქმე - IV დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირებით
- მეფუტკრეობა - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
ინჟინერიის მიმართულება:
- თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- იატაკისა და ფილის სამუშაოები - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:
- საოფისე საქმე - IV დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
ალვანის ფილიალში:
ხელოვნების მიმართულება:
- მხატვრული ქსოვილები - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
- თექის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
- მომინანქრება - III დონე (ხანგრძლივობა 12 თვე)
- კერამიკული ნაკეთობის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა 14 თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
ჯანდაცვის მიმართულება:
- საექთნო საქმე - V დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - კოოპერაციული
შენიშვნა: III დონის სპეციალობებზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია პირს ქონდეს მინიმუმ საბაზო ზოგადი განათლების (ე.წ. მე–9 კლასის) ატესტატი. IV და V დონის სპეციალობებზე სწავლის დაწყებისთვის აუცილებელია, აპლიკანტს ქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლების (ე.წ. სკოლის დამთავრების) ატესტატი; მეოთხე დონის ე.წ. ინტეგრირებულ პროგრამებზე ჩარიცხვისთვის კი აუცილებელია პირს ქონდეს მხოლოდ საბაზო ზოგადი განათლება (ე.წ. მე-9 კლასის ატესტატი), რადგან აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატს.
კითხვა: სად შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
პასუხი: აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ:
1. ონლაინ https://vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით. რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://youtu.be/TV3K8MJO80w
2. კოლეჯ „აისში“ (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი) http://collegeaisi.ge/
3. დისტანციურ რეჟიმში კოლეჯ „აისის“ ცხელ ხაზზე დარეკვით: 577557156 ან 577557215
4. კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალში (სოფელი სამრეკლო) ტელ: 577962967
5. კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში (სოფელი შრომა) ტელ: 577962885
6. კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალში (სოფელი ქვემო ალვანი) ტელ: 599198192
7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo
8. საგანმანათლებლო რესურსცენტრებში http://www.mes.gov.ge/content.php?id=207
კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციის გავლისთვის?
პასუხი: რეგისტრაციის გავლისთვის საკმარისია, აპლიკანტმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში. ასევე, აუცილებელია აპლიკანტს ქონდეს პირადი ელექტრონული ფოსტა.
კითხვა: რა ხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?
პასუხი:
7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo
8. საგანმანათლებლო რესურსცენტრებში http://www.mes.gov.ge/content.php?id=207
კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციის გავლისთვის?
პასუხი: რეგისტრაციის გავლისთვის საკმარისია, აპლიკანტმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში. ასევე, აუცილებელია აპლიკანტს ქონდეს პირადი ელექტრონული ფოსტა.
კითხვა: რა ხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?
პასუხი:
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე გასვლა მოუწევთ მევენახეობა-მეღვინეობის, ვეტერინარიის სატყეო საქმის, საექთნო საქმის და საოფისე საქმის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ პირებს.
მევენახეობა-მეღვინეობისა და საექთნო საქმის პროგრამაზე დარეგისტრირებული პირები ტესტირებას გაივლიან ქიმიასა და ბიოლოგიაში, ვეტერინარიისა და სატყეო საქმის პროგრამაზე დარეგისტრირებული პირები ბიოლოგიაში, საოფისე საქმის პროგრამაზე დარეგისტრირებული პირები კი წიგნიერებაში.
რაც შეეხება, მევენახეობა-მეღვინეობის დუალურ პროგრამაზე სწავლის მსურველებს, ისინი ჩაირიცხებიან შიდა ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე, რომელიც გაიმართება კოლეჯ „აისში“ საწარმოს ხელმძღვანელების ჩართულობით.
დანარჩენ პროგრამებზე მიღება განხორციელდება კომპეტენციების შეფასების ალტერნატიული მეთოდით: მოტივაციური გასაუბრება;
კითხვა: როდის ჩატარდება მოტივაციური გასაუბრება და ტესტირება?
პასუხი: მოტივაციური გასაუბრება და ტესტირება განხორციელდება 11 სექტემბრიდან 25 სექტემბერის ჩათვლით.
კითხვა: სად ტარდება ტესტირება და გასაუბრება?
პასუხი: გამოცდა ტარდება კოლეჯ „აისში“, მის ფილიალებში ან რეგისტრაციის დროს აპლიკანტის მიერ მითითებულ რაიონში არსებულ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, რომელიც მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გასაუბრება ჩატარდება კოლეჯ „აისში“ და მის ფილიალებში.
კითხვა: სად და როგორ ხდება საგამოცდო ბარათის აღება?
პასუხი: საგამოცდო ბარათი აპლიკანტს შეუძლია აიღოს იმავე დაწესებულებაში, სადაც რეგისტრაცია გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება მისამართი და ტესტირების ინდივიდუალური საათი.
კითხვა: რა სახის ტესტები ბარდება მეხუთე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე?
პასუხი: ტესტირება ჩატარდება:
მევენახეობა-მეღვინეობის და საექთნო საქმის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ქიმია და ბიოლოგია
ვეტერინარიისა და სატყეო საქმის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
კითხვა: სად შეიძლება ვნახო ტესტის ნიმუშები?
პასუხი: საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: https://naec.ge/#/ge/post/2704
- ბიოლოგია
საოფისე საქმის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
- ბიოლოგია
პასუხი: საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: https://naec.ge/#/ge/post/2704
პასუხი: გამოცდის ჩატარების თარიღიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან კოლეჯში იგზავნება რეიტინგული სია, სადაც იმ პირთა ჩამონათვალია, რომლებმაც კოლეჯში სწავლის დასაწყებად მოიპოვეს დაფინანსება (ჩასარიცხ აპლიკანტთა სია).
კითხვა: ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა, რომ ჩაირიცხოს კოლეჯ „აისში“ და გახდეს სტუდენტი?
პასუხი: კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად აპლიკანტმა გარკვეულ პერიოდში აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის ან დიპლომის) ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი (ან კანონიერი წარმომადგენელის) განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე;
არასრულწლოვანმა აპლიკანტმა დამატებით დამატებით უნდა წარმოადგინოს:
1. აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
2. მშობლის ან კანონიერი წამომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
3. საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში აუცილებელია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მისამართი: ალექსიძის ქ. 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
.
კითხვა: რა პერიოდში უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა აღნიშნული დოკუმენტები?
აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია 19 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით! თუ პირი აღნიშნულ ვადაში არ წარმოადგენს სრულყოფილ დოკუმენტებს, მისი კოლეჯში ჩარიცხვა არ განხორციელდება!
კითხვა: როდის დაიწყება სწავლა?
პასუხი: სწავლა დაიწყება 15 ნოემბერს!
პასუხი: სწავლა დაიწყება 15 ნოემბერს!
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
(0) 353 200 423
577 55 71 56
577 55 71 56
P.S. კოლეჯ „აისში“ სწავლა უფასოა!
P.S. P.S. კოლეჯ „აისს“ კაჭრეთში აქვს 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, სადაც ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია ცხოვრება!
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი!
Comments
Post a Comment