„კენკრის მწარმოებელთა ასოციაციამ“, AgroStore Siamo-ს სამაცივრე მეურნეობაში ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში დაასაქმა კოლეჯ „აისის“ ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების სპეციალობსი რამდენიმე სტუდენტი.
სეზონის განმავლობაში სტუდენტებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს და თავად უძღვებოდნენ სამაცივრე მეურნეობაში:
🍒 მიღებული მოსავლის კლასიფიცირებას და დახარისხებას A და B კატეგორიის მოსავლად;
🍒 A კატეგორიის მოსავალს აფასოებდნენ სპეციალურ კონტეინერებში EU ქვეყნებში მიღებული სტანდარტების შესაბამისად როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრებისთვის.
მიღებული ცოდნით სტუდენტებმა ამავე სეზონზე შეძლეს უკვე სხვა სამაცივრე მეურნეობაში დასაქმება და მიღებული პრაქტიკული ცოდნის მეშვეობით მუშაობის გაგრძელება.
„კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია“ მსგავსი პროექტის განხორციელებას კოლეჯ „აისთან“ თანამშრომლობის ფარგლებში შემდეგ სეზონებშიც გეგმავს და იმედოვნებს, რომ ანალოგიურად პოზიტიური შედეგით გადაამზადებს ახალ თაობებს.
Comments
Post a Comment