კარიერის დაგეგმვის ტრენინგი კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალის სტუდენტებისთვის

კარიერის დაგეგმვის ტრენინგი კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალის სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის

3 მარტს კარიერის დაგეგმვის ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარების მიზნით, კოლეჯ „აისის“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა თამარ გეთიაშვილმა კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალში ჩაატარა კარიერის დაგეგმვის ტრენინგი, რომელიც მოიცავდა თემებს: 

✅ კარიერის დაგეგმვა

✅ CV-ის მომზადება

✅ სამოტივაციო წერილის შედგენა

✅ ინტერვიუ დამსაქმებელთან


ტრენინგს ესწრებოდნენ ალვანის ფილიალის სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია, როგორ განსაზღვრონ საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებული კარიერული გზა.


აღნიშნული ტრენინგის მიზანია, კოლეჯმა შეძლოს და  გამოუშვას შრომის ბაზრის გამოწვევებისათვის მომზადებული სტუდენტები. 





Comments